სამართალი
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. გოჩა აბუსერიძეს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა; გიორგი გოგიაშვილს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ოთხი იყო წინააღმდეგი.

ეკა ზარნაძის კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის მსგავსად ჩავარდა სესიაზეც, მას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა დეპუტატმა.

ლევან თევზაძე – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ქეთევან მესხიშვილი – ოთხი მომხრე, ორი წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა 78 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი; გიორგი შავლიაშვილი – სამი მომხრე, შვიდი წინააღმდეგი;

იუსტიციის საბჭოს წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ექვსს დაუჭირეს მხარი, სამი ჩააგდეს, ისევე როგორც იურიდიულ კომიტეტზე.