აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: „მინისტრ ქობალიას დიდი კბილები აქვს“

vera6როგორც სააკაშვილმა ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2011“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სანდომიანმა გარეგნობამ არავინ უნდა მოატყუოს, რადგან მას დიდი კბილებიც აქვს.

„თავიდანვე ვაფრთხილებდი ყველას, არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით, რადგან კბილები მას იმაზე დიდი აქვს, ვიდრე, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ, დელფინს, რომელსაც ხახაში ჩავუყავი თავი. ვერა ქობალიამ მთელი სამინისტრო გამოაცოცხლა და დაწყებული კარისკაციდან, სამდივნოთი დამთავრებული, მის უწყებაში ახალი ხალხი მუშაობს. რაც მთავარია, სამინისტროში საქმიანი განწყობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.