სამართალი
პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.