სამართალი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“ სტუდია „მონიტორის“ საჩივრის საფუძველზე სანქციები უკვე მეორედ დააკისრა. აღნიშნულ ტელეარხებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ამჯერად 2500-2500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, რისთვისაც ერთთვიანი ვადა მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ იმავე საკითხების შესახებ პირველი საჩივარი სტუდია „მონიტორმა“ კომისიაში გასული წლის 26 ოქტომბერსაც შეიტანა. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს წერილობითი გაფრთხილებაც მისცა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ იგივე კანონდარღვევები „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერში კვლავ დაფიქსირდა.
დაჯარიმებულ ტელეარხებს ჯარიმის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ.