რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო და რუსეთი ევროპული სახელმწიფოებია, ამან ისინი უნდა დააახლოვოს (SPUTNIK)

     კაპიტოლიუმკაპიტოლიუმის ბორცვზე ვაშინგტონში –აშშ–ის კონგრესის შენობაა, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი გუმბათი სანკტ–პეტერბურგში მდებარე წმინდა ისააკის საკათედრო ტაძრის გუმბათის ასლია, რომელიც მავე სახელწოდების მოედანზე დგას. კაპიტოლიუმის გუმბათის დაპროექტებისას, არქიტექტორმა თომას უოლტერმა შემთხვევით როდი გამოიყენა რუსეთის იმპერიის მთავარი საკათედრო ტაძრის არქიტექტორის, უსტ მონფერანის ნახაები, ტაძრის გუმბათს ხომ მის ქვემოთ დაგროვილი ენერგიის კონცენტრაციისა და გადაცემის თვისევა აქვს. ოღონდ წმინდა ისააკის გუმბათჯვარით არის დაგვირგვინებული, მლოცველების ვედრებას მაცხოვარს რომ გადასცემს, ხოლო კაპიტოლიუმის გუმბათის თავზე - თავისუფლების ქანდაკებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს ამერიკელი კონგრესმენების ნებას ამცნობს...

     ”აღარ ცივა, თბილა, მაგრამ ჯერ არ ცხელა” - ცნობილი საბავშვო თამაშის ტერმინოლოგიის გამოყენებით, ასეთ შეფასებას მივცემდი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტში გასულ პარასკევს, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი, ძირითადად, საპარლამენტო უმრავლესობასა და ტელეეკრანებთან მყოფ მოსახლეობას მიმართავდა. ოპოზიციას - სააკაშვილის პარტიის რამდენიმე მოდიფიკაციას და თავად "ნაცმოძრაობას" - ღარიბაშვილი დემონსტრაციულად უგულებელჰყოფდა, კრებსითად იხსენიებდა მესამე პირში - „ისინი“, და ამხილებდა, როგორც გამოუსწორებელ ბრიყვებსა და არამზადებს. რაც ამ უკანასკნელებმა ნამდვილად დაიმსახურეს - „დაავიწყდა” რა, რომ ღარიბაშვილი მანამდე თავდაცვის მინისტრიც იყო და შს მინისტრიც, ოპოზიციამ მისი ”ჩაძირვა” სკანდალური კითხვებით სცადა. მაგრამ, მოსალოდნელი თავის მართლების ნაცვლად, ღარიბაშვილმა პირდაპირ განუცხადა ყველას და თითოეულს ცალ–ცალკე, რომ ყველაფერი იცოდა მათ შესახებ, მათ ცოდვებსა და დანაშაულებზე. შესაძლოა არაგათვითცნობიერებულ ობივატელს კონკრეტიკა დააკლდა, მაგრამ კარგად ინფორმირებული ქართველი საზოგადოებისთვის ყველა ცალკეულ შემთხვევაში ნათელი იყო, თუ რა სახის კომპრომატებზე მიანიშნებდა პრემიერი.

   ”ბოლო რუსმა ჯარისკაცმა საქართველო 2007 წელს დატოვა, რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი საქართველოში 2008 წელს?! განა არსებობს რამე უფრო პრორუსული, ვიდრე თქვენი განცხადება - აქაოდა, საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არის?!”, - რამდენჯერმე გაიმეორა ღარიბაშვილმა. განა თქვენ არ აღიარეთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო?” - იმეორებდა ღარიბაშვილი, მხედველობაშ ჰქონდა რა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის No1663 რეზოლუციის მე -5 პუნქტი*, რომელსაც 2008 წლის ოქტომბერში სააკაშვილის ემისრებმა მოაწერეს ხელი. თქვენ მიატოვეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მათი გვამები პატრიარქმა გამოასვენა ცხინვალიდან!თქვენ მიუგდეთ ქართველი მზვერავები რუსებს! თქვენ დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიის 20%! აი ასე მართავდით თქვენ, ამიტომ გაჩუმდით, არაფერი გაქვთ სათქმელი, ახლა ჩვენ ვმართავთ, ასე რომ, გვაცადეთ! " - ღარიბაშვილის თითოეული ბრალდება განაჩენი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღსრულდა. ღარიბაშვილმა ოპოზიციის "კონტროლიდან გასული" დეპუტატებს შეახსენა ახლო წარსულში მათი არცთუ ბავშვური თამაშები და მადლობა მას თუნდაც იმისთვის, რომ არავინ და არაფერი დავიწყებია!

   ”თბილა, მაგრამ ჯერ არ ცხელა” - იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთან ურთიერთობაზე, სადაც თავად ღარიბაშვილის აღიარებით, ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან რთულადაა. აქაოდა, საქართველორუსეთთან დიალოგ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსული საოკუპაციო ჯარებიგანლაგებული, ამ დიალოგის მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ზიანი არ მოვიტანოთ. აქაოდა, მავე მიზეზით, დღეს ძალიან ძნელია ლაპარაკი ოსებსა და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე, ამიტომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ჟენევის და პრაღის მოლაპარაკებების ფარგლებში სჯობსო. თუმცა, საქართველოს პრემიერს მშვენივრად ესმის, რომ ეს ფორმატები საკმარისი არ არის, ხოლო სხვა ფორმატისთვის არ ჰყავს სანდო და კომპეტენტური თანამშრომლები, რომლებიც მას მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში შეხვედრებს მოუმზადებენ.

თბილისსა და მოსკოვს პირდაპირი კონტაქტების არარსებობას ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში კარგად იყენებს სააკაშვილის ოპოზიცია. მაგალითად, ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს აკეთებს გახელაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების ცხინვალის ციხიდან გასათავისუფლებლად, მაგრამ არაფერი უთქვემს, რომ ოპოზიცია მას ამაში შეგნებულად უშლის ხელს, ახდენს რა ახალი ინციდენტების პროვოცირებას სადემარკაციო ხაზზე. რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულთა შორის, გზააბნეული გლეხების გარდა, არიან ექიმი ვაჟას მსგავსი პროვოკატორები, რომელთა მიზანია კონფლიქტის პროვოცირება ქართველ სამართალდამცავებსა და რუს მესაზღვრეებს შორის. გაფრინდაშვილი და მის მსგავსნი მოქმედებენ სააკაშვილის დავალებით პროვოკატორ ქაცარავასთან დუეტში, და ამაში კარგ ფულს იღებენ! მაგრამ მერე ცხინვალის სასამართლოში სრულად აღიარებენ თავიანთ დანაშაულს "ქართულ-ოსური საზღვრის" გადაკვეთაში... ქართული ოპოზიცია ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაში!” - უკვირთ თავად ცხინვალშიც.

   თუმცა მთავარია რას ფიქრობენ კაპიტოლიუმის ბორცვზე ის ეშმაკები, რომლებიც საკუთარ პრეზიდენტებსაც კი არ ინდობენ! ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკელი კონგრესმენები საპატარძლოებივით არჩევდნენ ახალი ქართული ოპოზიციური კოალიციის ლიდერებს - მელიასნაცმოძრაობიდან“, გახარიას პარტიიდან "საქართველოსთვის" და ჯაფარიძეს ლელოდან, რომლებიც ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. რამდენად საშიშია ეს არაბავშვური თამაშები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც, ჯადოსნურად გარდაქმნილი გრიგოლ ვაშაძის თქმითაც კი, პრორუსული არ არის”?

   ნახეთ: ღარიბაშვილი საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტია, რომელმაც განათლება მიიღო თბილისსა და სორბონაში სსრკ-ის და შევარდნაძის შემდეგაც კი. თავისუფლად ფლობს უცხო ენებს, ნიჭიერი მენეჯერია, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში თავბრუდამხვევი კარიერა გააკეთა, და მიჩვეულია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. საიდან უნდა იცოდეს როგორ ელაპარაკოს რუს პოლიტიკოსებს?! და რაში სჭირდება წარმატებულ 38 წლის პრემიერ–მინისტრს ზედმეტი პრობლემები? კაპიტოლიუმი ხომ ასეთი ინიციატივებისთვის თავზე ხელს არ გადაუსვამს! გაიხსენეთ - ღარიბაშვილმა ერთხელ უკვე ზღო პრემიერ-მინისტრის პოსტით, როდესაც დაბეჯითებით მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციაში მუხლი შემოღებას ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ, და ჯერ კიდევ უცნობია, როგორ შეაფასებს კაპიტოლიუმი გასულ პარასკევს მის გამოსვლას პარლამენტში. კარზეა მომდგარი „თბილისი -პრაიდი“ ", ანუ – ლგბტ კვირეული, რომელიც, არატრადიციული ქართველების დაპირებით, დედაქალაქის ცენტრში გეი–აღლუმით დასრულდება! ეშმაკმა არა ქნას, და თუ ამას ვინმე ხელს შეუშლის, მაშინ კაპიტოლიუმელები ძალიან სერიოზულად მოჰკითხავენ ღარიბაშვილს!

     დიახ, ღარიბაშვილი და პუტინი აღმოსავლური ორთაბრძოლის ოსტატები არიან და უნდა გაუგონ ერთმანეთს, მაგრამ შედგებაკი კიკბოქსინგში საქართველოს ყოფილი ჩემპიონი ღარიბაშვილის შეხვედრა ძიუდოში მე -8 და ტაეკვონდოში მე -9 დანის მფლობელ პუტინთან? ჯერჯერობით ძნელი სათქმელია: ღარიბაშვილმა გულახდილად განაცხადა პარლამენტში, რომ ეთათბირება ნატოელ პარტნიორებს, ხოლო პუტინმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ (11 ივნისს ამერიკულ ტელეკომპანია NBC- სთან ინტერვიუში და 22 ივნისს გერმანული ყოველკვირეული გაზეთის – Die Zeit სტატიაში) ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მთავარი პრობლემა არის პირობის დარღვევა (შევარდნაძისა და გორბაჩოვისთვის მიცემული) ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოების შესახებ.

   სწორედ ბლოკის აღმოსავლეთისკენ გადაადგილება, რომელიც, სხვათა შორის, იმით დაიწყო, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად დაიყოლიეს ნატოში გაერთიანებულ გერმანიის გაწევრიანებაზე, იქცა ევროპაში მზარდი ურთიერთუნდობლობის ძირითად მიზეზად. სიტყვიერად მიცემული დაპირებების შესახებ - რომ "ეს თქვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული", რომ "ბლოკის საზღვრები თქვენ არ მოგიახლოვდებათ –" სწრაფად დაივიწყეს. პრეცედენტი კი შეიქმნა! და 1999 წლიდან მოყოლებული, ნატოს გაფართოების კიდევ ხუთი ტალღა მოჰყვა. ორგანიზაციაში შევიდა 14 ახალი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ჩათვლით, ამაც ფაქტობრივად დაასამარა გამყოფი ხაზების გარეშე კონტინენტის არსებობის იმედები”, - წერს პუტინი.

   მითხარით, გეთაყვა - განა გამყოფი ხაზები ევრაზიის კონტინენტზე არ არის დაკავშირებული საქართველოში გამყოფ ხაზებთან?! დაკავშირებულია, ბატონებო, მრავალი მიზეზის გამო! პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე პუტინის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა და საქართველოა, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი, გასაგები მიზეზების გამო, ნატოსკენ არ მიისწრაფვიან. უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლა ნიშნავს რუსეთის ალყაში მოქცევას დასავლეთით და სამხრეთით, მაგრამ პუტინი არ დაუშვებს 1941 წლის გამეორებას - შემთხვევითი როდია, რომ მისი სტატია გამოქვეყნდა 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების 80 წლის იუბილესთვის! აგრეთვე პუტინი აღარ გაიმეორებს გორბაჩოვის შეცდომას გდრ-სთან, რომელიც, გფრ- სთან შეერთებით, ნატოს წევრი გახდა: რუსეთი არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის გაერთიანებას - უბრალოდ არ დატოვებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დონბასს! - სანამ საქართველო და უკრაინა ოფიციალურად არ იტყვიან უარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისწრაფებაზე.

   სამაგიეროდ, თუ პუტინის ლოგიკას მივყვებითთ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ახალი პერსპექტივები გაუჩნდება. რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ევროპული სახელმწიფოა. და ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს განუყოფელ კულტურულ და ისტორიულ კავშირს ევროპასთან. ჩვენ ღია ვართ გულწრფელი და კონსტრუქციული ურთიერთქმედებისათვის. ამას ადასტურებს ჩვენი იდეა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საინტეგრაციფორმატს, მათ შორის ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს”, - წერს პუტინი, რომელიც აპელირებს არა შავი ზღვის რეგიონული, არამედ ზოგადევროპული კონტინენტური უსაფრთხოების კატეგორიებით. თუ პუტინის აზრით, რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ევროპული სახელმწიფოა”, მაშინ კავკასიაში მხოლოდ საქართველო თვლის თავს ევროპულ სახელმწიფოდ, განა ამან არ უნდა დააახლოვოს ისინი? საინტერესოა რას ფიქრობენ ამის შესახებ კაპიტოლიუმში, რომლის გუმბათი წმინდა ისააკის ტაძრის გუმბათის ასლია?..

 


საქ
ინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 28 ივნისი
საქართველო, თბილისი

წყარო: SPUTNIK

*5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.