აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1471 ლარი გახდა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1471 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1471 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1569 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8316 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.