აქტუალური
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში, რკინის ჯებირებთან შეიკრიბნენ

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. „ნამახვაჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის ჯებირებთან შეიკრიბნენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები ამბობენ, რომ კვლავ გაიმართება მხარდამჭერებთან შეხვედრა, სადაც ისინი პროტესტის გეგმებსა და ფორმებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს კვლავ ხმაურის აქციაა დაანონსებული.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორშაბათს ქუთაისში „ენკას“ ოფისთან გუმათიდან დაგეგმილია მსვლელობა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის თქმით, ისინი სიმბოლურად „ენკას“ ოფისის ბლოკირებას შეეცდებიან და კვლავ მოითხოვენ კომპანიისგან, დატოვოს რიონის ხეობა.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს რიონის ხეობაში შესასვლელი ექვსი გზა აქვთ გადაკეტილი და „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.