რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი დახმარებას სთხოვს ვლადიმერ პუტინს, რომ მელორ სტურუა მოსკოვში დაკრძალონ

     ღრმად პატივცემულო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო!

   როგორც თქვენთვის ცნობილია, 1 ივნისს აშშ–ში, გარდაიცვალა მელორ სტურუა, რომელმაც ანდერძი დატოვა, მოსკოვში დაკრძალონ. გაცნობებთ, რომ ბოლო დღემდე ბატონი მელორი მხნედ და ჯანმრთელად იყო, მაგრამ მოულოდნელად ძილში გარდაიცვალა - სავარაუდოდ, თრომბის მიზეზით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მელორი კორონავირუსით არ იყო დაავადებული, აშშ-ის ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში აკრძალა ცხედრის წასვენება, ასეთი წესები აქვთ. ხოლო ფორმალობისთვის, გარდაცვლილის ცხედრის კრემაციისთვის და ფერფლის ჩამოსატანად, სულ მცირე, 20 დღეა საჭირო, ასეთი პროცედურები აქვთ.

   ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ!

დღეს უკვე მეშვიდე დღეა, რაც გარდაცვლილის ცხედარი მიწისთვის არ მიუბარებიათ. მოგმართავთ როგორც მართლმადიდებელი - მართლმადიდებელს, როგორც მელორ სტურუას თანამემამულე და კოლეგა, რომლის მოღვაწეობაც რუსეთს მიეძღვნა და სამუდამოდ რუსეთის ისტორიაშშევიდა. დაგვეხმარეთ მისი ბოლო ნების აღსრულებაში - მიებაროს მელორ სტურუა რუსულ მიწას, ქრისტიანულად!

წინასწარ გიხდით მადლობას,

ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 7 ივნისი
საქართველო, თბილისი