GPRS სისტემით აღჭურვილი ახალი სალარო აპარატები შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ მარტიდან უნდა შემოტანა. ახალი გეგმის მიხედვით, აპარატების შემოტანა და დარიგება ივნისიდან დაიწყება. მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, ახალი სალარო აპარატი შემოსავლების სამსახურმა, დაპირებისამებრ, უსასყიდლოდ უნდა გადასცეს, მაგრამ მათ, ვისი ბრუნვაც აღნიშნულ თანხას აჭარბებს, სალარო აპარატის შეძენა მოუწევთ.
შემოსავლების სამსახურმა ახალი სისტემის აპარატების შესყიდვაზე ხელშეკრულება ბულგარულ კომპანიასთან დადო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ფინანსურ მაკონტროლებელს GPRS სისტემის 100 ათას ერთეულ სალარო აპარატს მიაწოდებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიზნესრეგისტრში 1-ლი მარტის მდგომარეობით 350 241 სუბიექტია აღრიცხული, აქედან 89 932 კომერციული იურიდიული პირია, ხოლო 237 722 – ინდმეწარმე, იბადება კითხვა: როგორ უნდა გადაანაწილოს შემოსავლების სამსახურმა 100 ათასი სალარო აპარატი?