უცხოეთი
მარია ზახაროვა - ნატო-ს გადაწყვეტილება, სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიეწვია, მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები გაკვეთილების მოსამზადებლად გაგზავნეს

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ს გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე არ მიეწვია მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები "საშინაო დავალების შესასრულებლად“ გაგზავნეს.

„კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს : "ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად". სამწუხაროა, რომ სტოლტენბერგმა არ ახსენა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა. ეს სწორედ იმ საშინაო დავალებასავითაა, რომელიც დიდი ხანია უნდა შესრულებულიყო“, - წერს ზახაროვა Telegram-ში.

interpressnews.ge