აქტუალური
ბანკები ახალ წესებს უნდა დაემორჩილონ

bank51-ლი ივნისიდან საბანკო სექტორისთვის ეთიკის ახალი ნორმები ამოქმედდება. ახალი წესებით, ბანკებს დაევალებათ, ყველა საპროცენტო განაკვეთი თუ საკომისიო გადასახადი ცხადად გაწერონ ხელშეკრულებაში და ფარული გადასახადები აღარ არსებობდეს. ქართულ საბანკო სექტორში არასრული ინფორმაციის მიწოდება გავრცელებული პრაქტიკაა და ეს პრობლემა რეალურად იდგა. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ არასრული ინფორმაციას გამო ხშირად მომხმარებელი ზარალდებოდა. „ახალი კანონი დაარეგულირებს, რომ მომხმარებელი უნებლიეთ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. მან უნდა იცოდეს სწორი ინფორმაცია“, – აცხადებს ზურაბ გვასალია საქინფორმთან საუბარში. ექსპერტების შეფასებით კი, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით კონტროლს გაამკაცრებს, ბანკებს მოუწევთ, დაემორჩილონ თამაშის ახალ წესებს. მათი თქმით, ბანკების მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა კლიენტების გადაჯგუფება და საბანკო პროდუქტების პირობების გადახედვა მაინც მოხდება.