რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი: ჰამასი თავს დაესხა ისრაელს “მადლობის ნიშნად“, რომ თელ-ავივმა ღაზას სექტორს Pfizer–ის ვაქცინის მილიონობით დოზა გადასცა!

   მე არ განვმარტავდი ახალი, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის ესკალაციას ჰამასსა და ისრაელს შორის არაბებსა და იუდეველებს შორის საყოველთაოდ ცნობილი ეგზისტენციალური წინააღმდეგობებით. სანამ ღაზას სექტორი და იერუსალიმი, პალესტინა და ისრაელი არსებობენ, პრობლემები მუდამ იქნება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა რამ - ვის და ისთვის სჭირდება დროდადრო სამხედრო შეტაკებების პროვოცირება, ამ პრობლემებისადმი მენტალური მიდგომების განსხვავებების საბაბად გამოყენებით. დიახ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე - არაბებისაც და ებრაელებისაც, და ისრაელში მცხოვრები მრავალი ეროვნების ემიგრანტების, მათ შორის ქართველებისა.

   არადა, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია: ღაზას პატარა სექტორში მოსახლეობის კრიტიკული სიმჭიდროვით (სიგრძე - 40 კმ, სიგანე - 6 – დან 12 კმ – მდე, საერთო ფართი 360 კვ / კმ, მოსახლეობა - 2 მილიონი მოქალაქე, თითქმის მდენივე, აც დღეს საქართველოშია), და ისრაელში, სადაც არაბები ებრაელებთან ერთად ცხოვრობენ, სამხედრო შეტაკებებით უმრავლესობა სრულებით არ არის დაინტერესებული. არაბთა უმეტესობა პატიოსანი მშრომელები და ბიზნესმენები არიან, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მფლობელები, აგრეთვე ნარკომოვაჭრეები, რომლებსაც უჭირთ განზე დგომა, როდესაც ჰამასი ცეცხლს უნთებს პალესტინელების ისედაც ცხელ სისხლს ისლამური ჯიჰადის ფუნდამენტური მარადიული იდეალებით!წინააღმდეგობის მოძრაობა” ტიქიურად არ აქტიურდება - ის სამხედრო და ფინანსურ ჭრილში მზადდება. ხელგაშლით დაფინანსებული ტერორისტული ჯგუფების მიზანია ბრბოს პროვოცირება, რომელიც შემდეგ უმართავი ხდება, გრძნობს რა საკუთარ ძალას - ცემს პოლიციელებს, ცეცხლს კიდებს სინაგოგებს და ანადგურებს მაღაზიებსა და მანქანებს.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ ხელს უწყობს ზოგიერთი ებრაელი - ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ ისრაელში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. "დემოკრატიული ლიბერალური ღირებულებებისთვის მებრძოლები", ისინი ებრძვიან ისრაელის ოფიციალურ ხელისუფლებას და, ვითომდა, არაბების უფლებებს იცავენ, თუმცა ამ უკანასკნელძნელია დაჩაგრული უმცირესობები უწოდო. სწორედ ამიტომ აქვთ პოლიციელებს ხელ–ფეხი შეკრული, როდესაც მარჯვნივ უფლებადამცველები დარბიან, ხოლო მარცხნივ –მიკროფონიანი ჟურნალისტები! (გახსოვთ, შარშან ერთი აფროამერიელი დამნაშავის სიკვდილის გამო, რომელიც უნებლიედ გაგუდა ამერიკელმა პოლიციელმა, აშშ რომ კინაღამ აიწვა თეთრების წინააღმდეგ შავების მიერ გაჩაღებულ სამოქალაქო ომში?!).

   რაც შეეხება სამხედრო მომზადებას: ჰამასს სჭირდება ძალიან ბევრი სასხლეტი ხელსაწყო, რომლებიც ჩვეულებრივი საკანალიზაციის რკინის მილებია ხელნაკეთი ჭურვებით, ნაღმტყორცნებისა ან დიდი სამამულო ომის "კატიუშას" მსგავსი, რომლებიც დაცემის შემდეგ ფეთქდება და პერიმეტრზე ყველაფერს ანადგურებს. ავხსნი, თუ რატომ არის საჭირო ბევრი: ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათი" ისვრის ზალპს, გაუშვებს, მაგალითად, 100 რაკეტა - გამანადგურებელს (20 რაკეტიანი 5 ბატარეა) და შემდეგ დგება პაუზა ხელახლა დასატენად. იმის გათვალისწინებით, რომ "ჭკვიანი" "რკინის გუმბათი" იჭერს მხოლოდ მიზნისკენ მფრინავი ჭურვების დაახლოებით 90% -ს და ყურადღებას არ აქცევს სამიზნეს მიღმა მფრინავ ჭურვებს, არაბები ერთ ჯერზე უფრო მეტ ჭურვს ისვრიან - მაგალითად, 140 ცალს, რათა ჩამოგდებული 100–სა და არაზუსტი 20 გასროლის გარდა, დარჩენილი 20 მაინც მოხვდეს მიზანს. სანამ ებრაელი სამხედროები ხელახლა ტენიან ბატარეებს რაკეტებით, არაბი მიზანში მსროლელნი აკორექტირებენ კოორდინატებსა და ტრაექტორიას პირველი ზალპის მიხედვით და ღაზას სექტორიდან მეორე ზალპი უფრო ზუსტად ხვდება მიზანში! ყველაზე საშიში კი ის არის, როდესაც არაბები ასწრებენ მეორედ გასროლას, სანამ ებრაელები „რკინის გუმბათის“ ბატარეებს რაკეტებით ტენიან.

ერთი ზალპი კუსტარული, მაგრამ ეფექტიანი არაბული "მილებიდან" 50-დან 100 დოლარამდე ღირს, ხოლო ერთი სარაკეტო ჭურვი-დამჭერი, რადარით მართული – 50 ათასი დოლარი, ანუ 500 ან 1000-ჯერ უფრო ძვირი. აი ასეთი საინტერესო არითმეტიკაა.

   იგივე ითქმის ავიაციაზეც, რომელიც მხოლოდ ისრაელს აქვს და სახმელეთო ოპერაციებზე. სასაცილოა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისრაელის არმიის შედარება ჰამასის არაბულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ხოლო ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები და მფრინავები, რომლებიც დღეში რამდენიმე საწვრთნელ და საბრძოლო ფრენას ახორციელებენ, მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან - ამაში დავრწმუნდით სირიაში. მაგრამ ისრაელის ავიაცია წერტილოვან იერიშებს ახორციელებს სამხედრო ობიექტებზე ისე, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა მაქსიმალურად არ დაზარალდეს, ხოლო სახმელეთო ოპერაციის დროს ჯერ „ლისტოვკებს“ ყრიან და დინამიკებით აფრთხილებენ - დატოვონ შენობა ან ტერიტორია, რომელიც, მაგალითად, 10 წუთში განადგურდება!

არაბებთან ომის ასეთი კეთილშობილური მეთოდები კონტრპროდუქტიულია. სახმელეთო ოპერაციამ, საეჭვოა, რომ ამჯერადაც ღაზას სექტორის ტერიტორიის სიღრმეში წაიწიოს, რადგან ქუჩის ბრძოლის ტაქტიკაში, სადაც ნაღმმტყორცნით შეიარაღებული ტერორისტი გიყურებს თითოეული საკანალიზაციო ლუკიდან ან შენობის ნანგრევებიდან, უპირატესობა რეგულარული არმიისა და ტანკების მხარეს როდია. ეს დაამტკიცა ავღანეთმა, გროზნომ, სირიამ და ერაყმა. ომის წარმოების კეთილშობილური მეთოდები უცხოა თავად ტერორიზმის არსისთვის, ისევე როგორც მადლიერების გრძნობა - იცით, რამ გამოიწვია ჰამასის სამხედრო მოქმედებების ეს ბოლო გააქტიურება ისრაელის წინააღმდეგ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო აქამდე მიჩუმებული იყო?! ჰამასმა ისრაელს "მადლობის ნიშნად" შეუტია თელ-ავივის მიერ ღაზას სექტორში Pfizer–ის ვაქცინის მილიონობით დოზის ჩუქების გამო! დიახ, დიახ, 10 დღის წინ, ისრაელმა ვაქცინის 2 მილიონამდე დოზა გადასცა ღაზას სექტორს, ანტისემიტტერორისტებაიცრნენ და ახალი იერიში წამოიწყეს ძველი ლოზუნგებით: "დიდი პალესტინა - მდინარიდან ზღვამდე!", "გავანადგუროთ ებრაელოკუპანტები!", "ებრაული სახელმწიფოს ადგილი ზღვაშია!". და მეორე მიზეზი, როგორც ყოველთვის, არის ფული - ჰამასელებმა მოისურვეს ფულის შოვნა, მიიღეს რა მორიგი „მოწყალება“ უმდიდრესი არაბული ქვეყნებისგან.

   საბედნიეროდ, გრძელვადიანი კონფლიქტი არ შედის ტერორისტების გეგმებში, მათი რესურსები შეზღუდულია. უქმეებისა და დღესასწაულების შემდეგ, ნანგრევებიდან გაწმენდისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარების დრო დადგება ისრაელისა და ღაზას სექტორის გამყოფი ღობის ორივე მხარეს...

„საქინფორმი“-მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 14 მაისი
საქართველო, თბილისი