პოლიტიკა
პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ქართველ საზოგადოებასა და საქართველოში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების ინიციატორ ოპოზიციას მოუწოდებს, გააცნობიერონ, რომ კიდევ ერთი რევოლუცია ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულიად მოშლის.
მისივე თქმით, ამავე დროს, ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში რადიკალურ განწყობილებას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები რეალურ შედეგზე იყოს ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისიდან „ქართული პარტია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს იწყებს. გარდა ამისა, აქციების ორგანიზებას სახალხო კრებაც აპირებს, რომელმაც პროტესტის დაწყების დღედ 21 მაისი დააანონსა.