სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ხუთ მსჯავრდებულს, მათ შორის, ერთ ქალს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.