პუბლიკაციები
აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში თურქეთის მედიატორად ჩართვას რუსეთისთვის ნატოში საქართველოს შეუსვლელობის გარანტიის მიცემა შეუძლია – რომან გაზენკო სპეციალურად “საქინფორმი”-სთვის

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ქართულმა საინფორმაციოანალიტიკურმა სააგენტომ "საქინფორმი"ცნობილ რუს პოლიტოლოგსდა პოლიტტექნოლოგ რომან გაზენკოს აფხაზეთთან რუსეთის ფედერაციის საზღვრის დემარკაციის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

რომან გაზენკო: ”რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დემარკაცია არის პოლიტიკური ჟესტი, რომლის განხილვა შეუძლებელია სწორხაზოვანი ლოგიკის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო იქნება რუსეთის ხელმძღვანელობის ცნობიერების გახლეჩის კონსტატაცია. ერთი მხრივ, ფინანსური ინიექციების გარდა, სხვა ინსტრუმენტებით აფხაზეთზე გავლენის შენარჩუნების მცდელობები, მეორეს მხრივ, დემონსტრაციულად უარის თქმა ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიული უსაფრთხოების ზონაა.

ჩემთვის ნათელია პროცესის ლოგიკა ბევრად უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. აქ არ შეიძლება უგულებელვყოთ თურქეთის, როგორც მსოფლიო მოთამაშის, ფაქტორი, რომელიც სულ უფრო აქტიურად წარმოაჩენს თავის გლობალურ სუბიექტურობას. საიდუმლო როდია, რომ თურქეთი აქტიურად ახორციელებს ინვესტირებას როგორც საქართველოში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში. და, სავარაუდოდ, ეს ინვესტიციები არა მხოლოდ კომერციული ხასიათისაა. ამ მხრივ, მე არ გამოვრიცხავ რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის სტრატეგიული შეთანხმებების არსებობას, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც დათმობათა გაცვლა, ან, თუ გნებავთ, გროსმეისტერულ გაცვლად. ასეთ ფორმულაში შესაძლებელია მიღწეულ იქნას შეთანხმება თურქეთის მიერ ყირიმზე რუსეთის უფლებების აღიარების შესახებ. ამ ოფციამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს გლობალური საგარეო პოლიტიკის სურათზე.

ასეთი ორმხრივი დღის წესრიგის ფორმირებისთვის წინაპირობები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თურქეთსა და ნატოს შორის წინააღმდეგობების უკიდურესი გამწვავება. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთთან საზღვრის დემარკაცია თურქეთს შესაძლებლობების დერეფანს უხსნის ყირიმზე რუსეთის იურისდიქციის აღიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თურქულ მხარეს თავიდან არიდებს "მსოფლიო თანამეგორბის" ბრალდებას მეზობელი ტერიტორიების "ოკუპანტის" მხარდაჭერაში. უპირველეს ყოვლისა, ასეთი არგუმენტაცია აღარ იარსებებს საბერძნეთის და ნატოს ალიანსის სხვა წევრების არსენალში, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება კონცეფციით "რაც ალხანა, ის ჩალხანა", რაც მიანიშნებს თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციაზე. უფრო მეტიც, თურქეთის, როგორც შუამავლის ჩართულობამ აფხაზეთის საკითხის მოგვარებაში, შეიძლება რუსეთს მისცეს გარანტიები, რომ საქართველო ნატოში არ შევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთთან საზღვრის დემარკაცია რუსეთისთვის საკუთარ ფეხში ტყვიის დახლად უნდა ჩაითვალოს.

ხაზგასმით აღვნიშნავ: აფხაზეთთან საზღვრის დემარკაცია სხვა არაფერია თუ არა დიპლომატიური ჟესტი თურქეთის მიერ რუსეთის ყირიმთან გაერთიანების ლეგიტიმურობის აღიარებისათვის ბრძოლაში. ჟესტი მხოლოდ ფორმალური დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, თურქეთის მიმართ მოსალოდნელი ბრალდებების სახით "აგრესორის" მხარეს თამაშში და რუსეთის მიერ აფხაზეთის "შთანთქმის" მხარდაჭერაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთს აქვს თავისი საუკუნოვანი ამბიციები ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყირიმის რეფერენდუმის კრიტიკულ მომენტში მან გზა ჩაუკეტა ნატოს ხომალდებს ყირიმის აკვატორიაში. ეს ორ სახელმწიფოს შორის დიდი თამაშია…”.

   საქინფორმი: რომან გაზენკო სცენარისტია პოპულარული ტელესერიალისბერია. დანაკარგი”, სადაც დოკუმენტების, ისტორიული ფაქტების ანალიზის საფუძველზე გაბათილდა სტანდარტული პრიმიტიული აზრი გამოჩენილი საბჭოთა ხელმძღვანელის შესახებ, რომლის მოღვაწეობა, სიცოცხლე და სიკვდილი დღემდე საიდუმლოებით მოცულია. თავად რომან გაზენკოს, როგორც პოლიტოლოგისა და პოლიტტექნოლოგის საქმიანობა კი მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ყოფილი სსრკ–ს ყველა ხალხთა კონფლიქტსოლიდარული პარტნიორობისკენ. გაზენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთი და საქართველო, საერთო მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, პირველებიქნებნ, ვინც ყველა დანარჩენსოლიდარობის მაგალითუჩვენ.