აქტუალური
საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის წვრთნებში მონაწილეობს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობამ 3 მაისს ყოველწლიური წვრთნა Trojan Footprint 21 დაიწყო, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა.

წვრთნების მთავარი მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა გაუმკლავდნენ უამრავ საფრთხეს, ასევე „ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებთან“ ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე წვრთნებში გერმანიის, ესპანეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის სპეციალური ძალები (მწვანე ბერეტები) საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან სხვადასხვა ადგილებში საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის მასშტაბით. წვრთნები 14 მაისს დასრულდება.