რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე ბატონი კახაბერ კუჭავა, რომლიც გაცნობის მიზნით ეწვია მის უწმინდესობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ   საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მიღება გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი კახაბერი და საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.