აქტუალური
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4462 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4462 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.4521 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1530 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.1442 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.