აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4447 ლარი იყო.

არსებული მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4521 ლარი ღირს, 23 აპრილს კი – ის 3.4462 ლარი ეღირება.

ეს 2021 წლის უკვე მეშვიდე აუქციონია. წინა ექვს აუქციონზე სებ-მა უკვე 212.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.