რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „რუსეთის კბენა – სახიფათო სპორტია“ - პუტინის გზავნილი ქართველ პოლიტიკოსებს

   „Я знаю:
         глупость - эдемы и рай!
Но если
         пелось про это,
должно быть,
             Грузию,
                     радостный край,
подразумевали поэты.»

(ვლადიმერ მაიაკოვსკი, ლექსიდან „Владикавказ – Тифлис“, 1924 წ.)

   ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ გზავნილში „საქინფორმი“-ს მთავარმა რედაქტორმა საქართველოსთვის გზავნილი აღმოაჩინა

   2021 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური გზავნილით გამოვიდა. ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის დეპუტატების გარდა, ცერემონიას მთავრობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ამოცანები დაუსახა, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ხელმძღვანელობა, გუბერნატორთა კორპუსი, ფედერაციის სუბიექტების საკანონმდებლო კრებათა თავმჯდომარეები, საზოგადო მოღვაწეები, ტრადიციული კონფესიების მეთაურები და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე.

ვ.ვ. პუტინის გამოსვლამ 1 საათსა და 20 წუთს გასტანა და ძირითადად საშინაო პოლიტიკას ეძღვნებოდა, ლაიტმოტივი - პოსტCOVIDი რუსეთში და რუსეთის წარმატება სამი ვაქცინის შექმნაში, და მხოლოდ 10 წუთი - რუსეთის პოლიტიკასაერთაშორისო ასპარეზზე. როდესაც პუტინი რუსეთის ინტერესების დაცვისადმი მიძღვნილ, გამოსვლის ამ დასკვნით ნაწილზე გადავიდა, პირდაპირი ტრანსლაციის კამერები დარბაზში მჯდომ საგარეო საქმეთა მინისტრ თბილისელ სერგეი ლავროვზე შეჩერდნენ. ხოლო როდესაც პუტინმა წარმოთქვა სიტყვები, რომელიც, დიდი ალბათობით, ქართველპოლიტიკოსებისთვის იყო განკუთვნილი, ტელეეკრანებზე დიდი პლანით აჩვენეს გრიგორი კარასინი - მოსკოვის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისთან ურთიერთობებში. აი ეს ფრაგმენტი:

   ”ამავე დროს (გულისხმობმის მიერ განხილულ ბელრუსსა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებებისა და და პრეზიდენტ ლუკაშენკოსდა იანუკოვიჩის ლიკვიდაციკენ მიმართულ აქციებს - ა. .), რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული აქციებიც არ წყდება. ზოგიერთ ქვეყანაში შემოიღეს ზედმიწევნით უწესო ჩვეულება - ნებისმიერი მიზეზით და, უფრო ხშირად - საერთოდ უმიზეზოდ, რუსეთის „კბენა“. სპორტი, სპორტის რაღაც ახალი სახეობა - ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რამეს!” (ალბათ მხედველობაში აქვს შეჯიბრი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოაწყვეს - ერთმანეთმხილება რუსეთუმეობასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში - ა..).

   ამ მხრივ, ჩვენ ვიქცევით უკიდურესად თავშეკავებულად, პირდაპირ, ირონიის გარეშე ვიტყვი, შეიძლება ითქვას - მოკრძალებულად. ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არათუ არამეგობრულ აქციებს, არამედ აშკარა უხეშობასაც!” (უკანასკნელი მაგალითი: რუსეთმა რეაგირება არ მოახდინა რამდენიმე ათეული თავისი მოქალაქის შეურაცხყოფაზე, რომლებიც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, რაც მათი გაძევებით დასრულდა. გასული წლის ბოლოს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კარასინმა სპეციალურ განცხადებაში გაგება გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების რუსოფობიური რიტორიკის მიმართ, რადგან ის წინასაარჩევნო ბრძოლის მეთოდს წარმოადგენდა, მაგრამ სთხოვეს მისი დროულად შეწყვეტა საპარლამენტო არჩევნებიდამთავრებისას - ა..).

   ”გვსურს კარგი ურთიერთობა გვქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილესთან! არადა, ვხედავთ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში: როგორც ვთქვი, ისინი რუსეთს კბენენ - ხან იქ, ხან აქ, სრულებით უმიზეზოდ!" ("რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია!", “რუსეთი ოკუპანტია!”რატომ ცდილობენ ერთმანეთის ჯობნას საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელი და ოპოზიციის ლიდერები, თანაც – უპრეცედენტო ინტენსივობით, რაც არ შეიმჩნეოდა 08.08.08 ომის შემდეგაც კი?! თვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაკი, რომელიც სულაც არაა რუსოფილი და ხშირად თავად სცოდავს ამგვარი რიტორიკით, 2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინაშე ტრადიციულსიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა დასრულდეს ეს უხამსი პიარ-შეჯიბრი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - ა..)

   და, რა თქმა უნდა, მათ გარშემო მაშინვე, როგორც შერხანის გარშემო, ყველანაირი წვრილფეხა ტაბაკი ტრიალებს - ყველაფერი, როგორც კიპლინგთანაა, ყმუიან, რათა თავიანთი სუვერენის გული მოიგონ... კიპლინგი დიდი მწერალი იყო! (არა მგონია, საჭირო იყოს იმის ახსნა, თუ ვინ არის ეს "წვრილფეხა ტაბაკი" - ესენი არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და .. "სამოქალაქო სექტორი", რომლებიც იღებენ გრანტებს დასავლეთიდან, მაგალითად, კინწურაშვილის "მედიის განვითარების ფონდი", რომელიც აცხობს ტრაქტატებს "საქართველოში რუსული პროპაგანდის", "რბილი ძალისა“ და "კრემლის ჰიბრიდული ომის" შესახებ; ან ქაცარავას "ანტისაოკუპაციო მოძრაობა", გამყოფ ხაზებზე ვითარების პროვოცირებას რომ ახდენს და სპეკულირებს ქართველებისთვის ყველაზე სენსიტიური თემით - ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და გაღმა დარჩენილი მშობლიური სახლები და საფლავები ... . .)

   ჩვენ ნამდვილად გვსურს კარგი ურთიერთობა გვქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილესთან, მათ შორის, მათთანაც, ვისთანაც ბოლო ხანებში ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოგვდის. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ხიდების დაწვა!" (მილიონიანი ქართული დიასპორა რუსეთში, მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობები, მართლმადიდებლური რუსული და ქართული ეკლესიები, რუსული ხორბალი და რუსი ტურისტები, რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის და ფულადი გზავნილები რუსეთიდან - ესაა ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ არის ორმაგად წამგებიანი აქართველოსთვის ხიდების დაწვა რუსეთთან - . .)

   მაგრამ თუ ვინმე აღიქვამს ჩვენს კეთილ ზრახვებს, როგორც გულგრილობას ან სისუსტეს, და თავად აპირებს ამ ხიდების საბოლოოდ დაწვას, ან აფეთქებას, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და ხისტი! ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ ჩადენილს - ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ!" (ვფიქრობ, ეს ფრაზა უფრო უკრაინას ეხება, ვიდრე საქართველოს, რომლის ხელისუფლებაც მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აიცილოს პროვოკაციები, თუმცა ნატოს გემები საქართველოს პორტებს სტუმრობენ... ევროკავშირისკენ საქართველოს ურყევი სწრაფვა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ევროპულ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ა.ხ.)

   ამავე დროს, მე უბრალოდ უნდა ვთქვა ეს, ჩვენ გვეყოფა მოთმინება, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, თავდაჯერებულობა, ჩვენი სიმართლის რწმენა და საღი აზრი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ არავის აზრად არ მოუვა რუსეთთან დაკავშირებით .. წითელი ხაზის გადალახვა! და თუ სად გადის ის - ყველა ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დავადგენთ! (no comments, ოღონდ სააკაშვილის თანამოაზრეები ამჯერად ვერ მოასწრებენ სომხეთსა და აზერბაიჯანში საზღვრამდე გაქცევას, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს - ფულით, ბრილიანტებითა და საყვარლებით გატენილი შავი ჯიპებით! ამჯერად ხალხი მათ თბილისიდან არ გაუშვებს, აქვე გაუსწორდება! – ა.ხ.)

   ამის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ლოგიკურად გადავიდა რუსეთის შთამბეჭდავ წარმატებებზე ახალი შეიარაღის შექმნის საქმეში და რუსეთის როლზე სირიაში, ლიბიასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარებაში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან ზოგიერთი "სპორტსმენის" გამოსვლებში ლოგიკის პოვნა - რომ "ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა არ მოაწერა ხელიმიშელის შეთანხმებას"და არ შევიდა პარლამენტში, რადგან მოქმედებდა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე"აბსოლუტურად შეუძლებელია! და ეს - ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის ბოლოდროინდელი განცხადების შემდეგ "პოზნერის ღამეს" იმავე რადიკალური ოპოზიციის ბოროტმოქმედების საპასუხოდ - რომ „მოსკოვისთვის სასიხარულოა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დაბალანსებული და გამკიცხველი განცხადების მოსმენა“...

ბოლოთქმა:

   „ქართულ ოცნებას“, როგორც „ნაცმოძრაობას“, ჰყავს ბევრი აგიტატორი და არც ერთი ანალიტიკოსი. ანალიტიკოსი აგიტატორი არ უნდა იყოს და პროპაგანდისტის შაბლონური ენით არ უნდა ლაპარაკობდეს, ანალიტიკოსი ანალიტიკურ წერილებს უნდა წერდეს და არა ტელეკომენტარებს და ინტერვიებს იძლეოდეს!

ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას, ამ დიდი გამარჯვების - სააკაშვილი-ბოკერია-ნათელაშვილის და მათი პარტიების ჩახდის მერე, მათი იაფფასიანი დადანაშაულება რუსეთუმეობაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში შეწყვიტოს. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ერთი საქმეა, როცა ამას დიდი ხანია ფაქტების ანალიზის საფუძველზე ხიდირბეგიშვილი წერს, და მეორე - როცა ხელისუფლება ამბობს! ამიტომ სოლიდურად და დარბაისლურად მოიქეცით, როგორც ეკადრება ქვეყნის მბრძანებლებს, რომლებსაც დღეს მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა აქვთ - აშშ-ს, ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების.

   და კიდევ - ვისაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მართლა გსურთ, იქნებ ცოტა ხანს მაინც რუსეთს მტერი და ოკუპანტი არ დაუძახოთ, ხომ ხედავთ - პუტინს ხიდების დაწვა არ უნდა?!

„საქინფორმი“- მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 21 აპრილი
საქართველო, თბილისი