უცხოეთი
შარლ მიშელი - ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანია

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვა.

როგორც მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, უკრაინის საკითხზე ის ზელენსკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერსაც ესაუბრა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი. ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანი და მყარია“, – წერს შარლ მიშელი.

1tv.ge