უცხოეთი
რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები წამოიწყო

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები წამოიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მანევრებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქისა და შავი ზღვის ფლოტში შემავალი თვითმფრინავები მონაწილეობენ. მანევრებში ჩაერთვებიან სუ-24-ემ-ის, სუ -34-ის, სუ-27-ეს-ემ-ის, და სუ-30-ეს-ემ-ის ტიპის ბომბდამშენები. თვითმფრინავები ზღვაში მდებარე სამიზნეებს რაკეტებს და ბომბებს ესვრიან.

ავიაციის გარდა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდები.

რუსეთმა სამხედრო წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში შავ ზღვაში ორი ამერიკელი სამხედრო ხომალდი შევა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკული ხომალდების გადაადგილებას თვალყურს შავი ზღვის ფლოტი მიადევნებს.

1tv.ge