სამართალი
არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს შეხვდა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა პარტია “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც.

აღსანიშნავია, რომ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებმა ადგილზე მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ავტომობილისა და დაცვის წევრების ნახვა შეძლეს. თავად პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის თაობაზე ინფორმირებული არ არიან.