აქტუალური
ზელენსკიმ ერდოღანს სთხოვა, პუტინთან გამოსარჩლებოდა (საქინფორმი)

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯე თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთის პოზიცია, ყირიმის არაღიარებასთან მიმართებაში, კვლავ მტკიცედ უცვლელია.

ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქინფორმის ვერსიით, ზელენსკიმ ერდოღანს სთხოვა, შუამავლობა გაეწია და პუტინთან გამოსარჩლებოდა. უკრაინის პრეზიდენტს, რაოდენ არაკომპეტენტურიც არ უნდა იყოს, ესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში არავინ დაეხმარება, ხოლო ამჟამინდელი უკრაინული არმია ერთი წუთითაც ვერ შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას. უკრაინა დიდი ხანია შეეგუა დონბასისა და ყირიმის დაკარგვას, ზელენსკის ეშინია, რომ რუსული არმია რამდენიმე დღეში კიევამდე მივა, რაც მისთვის უბრალო გასეირნება იქნება.

სანაცვლოდ, ზელენსკი ერდოღანს დაჰპირდა უკრაინის სრულ თანხმობას შავი ზღვისა და სრუტეების საერთაშორისო სტატუსის შეცვლაზე, თურქეთის დომინანტი როლის აღიარებით, მათ შორის მონტრეს კონვენციის გადასინჯვით და ახალი - სტამბოლის არხის მშენებლობით.