აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4260 ლარი გახდა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4260 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4260 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.4134 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0126 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0646 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.0585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.