პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, “საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი წარმოგვიდგენს ოპოზიციად წოდებული ასიოდე პოლიტმეძავის არაქართული და არაკაცური გამოხტომის ანატომიას.
თვით ამტუტებულ სამყაყეთსაც კი, რაიც ქართულ ოპოზიციად იწოდება, აქვს ნაძირალებით მოოჭვილი ფსკერი, რომლის ბინადარნიც მზად არიან ყველაზე ამაზრზენ დანაშაულებათა ჩასადენად, თუნდაც ადამიანურობის წინააღმდეგ! უბრალო სისხლის სამართლის დამნაშავეებისაგან ეს უდღეურები იმით განსხვავდებიან, რომ სიამოვნებას იღებენ თავისი ბოროტმოქმედებით. აკი, მსხვერპლის მოკვდინებამდე სადისტები მასხრად იგდებენ მას, აწამებენ და ძალადობით მიყენებული ტანჯვით ნეტარებენ. თუმცა, ეს ავაზაკები ფრიად მშიშრებიც არიან და ამიტომ დანაშაულსაც კოლექტიურად სჩადიან. პრეზიდენტ სააკაშვილის შავრაზმელები, რომლებსაც საქართველოში ზონდერბრიგადებად იხსენიებენ, კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მამაკაცებს ისევე, როგორც ბანდერელთა „ზეციური ასეულები“ წვავდნენ ცოცხლად ადამიანებს კიევის მაიდანისა და ოდესის პროფკავშირთა სახლში. სწორედაც რომ ესენი არიან ნამდვილი ნეოფაშისტები და სააკაშვილიც ამიტომ იქნა საქართველოში მიშტლერად სახელდებული!
31 მარტისა და 1 აპრილის დღეგასაყარზე პოზნერსა და მის სტუმრებს თბილისში სწორედ ნეოფაშისტთა ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფება დახვდა — მისი წევრები აწ უკვე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შავრაზმელები არიან და ნაძალადევი სიკვდილით დაასრულებენ სიცოცხლეს ციხის ნარებზე ან მართლმსაჯულებისაგან მიმალვისას, როგორც ნაძირალა „დობერმანი“ მიაცხრილეს უკრაინაში ცოფიანი ძაღლივით მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნებით დაიმუქრა!
„პოზნერის ღამე“ იმავე შავრაზმელებმა მოაწყვეს, რომლებმაც 2 წლის წინათ, 2019 წლის 20 და 21 ივნისის დღეგასაყარზე „გავრილოვის ღამე“ მოაწყო. მაშინაც და ახლაც შავრაზმელთა ბანდას სათავეში ედგა კაცური წარმოსახვის ატამანი ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში „ლიაკას“ მეტსახელით იცნობენ. სააკაშვილის პარტიულ დროშაში გახვეულმა სწორედ ამ „ლიაკა-შაპოკლიაკამ“ გამოაგდო კინწისკვრით საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატი გავრილოვი! მანამდე კი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებული ლიაკა (რომლის მამამაც — იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა — საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას უღალატა!) მოსკოვში ცხოვრობდა და ქორვაჭრობდა იმხანად დეფიციტური შავი კოლგოტებით, რომელთა წარმოებას სსრკ კავშირში თბილისელმა „ცეხავიკებმა“ დაუდეს სათავე!
აი, რატომ აუკრძალა ზვიად გამსახურდიას ვაჟმა გიორგი გამსახურდიამ ამ ნაყარნუყარ მტარვალებს თავისი მოკლული მამის სახელით მანიპულირება! 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი სწორედ შავრაზმელებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, 2021 წლის 31 მარტს კი, სააკაშვილის შავრაზმელებმა ხელმეორედ მოკლეს ზვიად გამსახურდია, თანაც - თავის დაბადების დღეზე! არადა, იგი თხემით ტერფამდე ქართველი იყო და საკუთარ თავში განასახიერებდა მათთვის ყველაზე მიუღებელ ცნებებს — ქართული კულტურის სიდიადესა და ისეთი კავკასიური ტრადიციების ერთგულებას, როგორიცაა უფროსისა თუ ქალის პატივისცემა და უნიკალური სტუმართმოყვარეობა!
სააკაშვილის შავრაზმელებმა, მისივე ტელევიზიების გავასქელი პროსტიტუტებისა თუ ბოლოქანქარების მხარდაჭერით, რომლებმაც ტელეწამყვანებად წარმოისახეს თავი და „გლავ(კ)ანალსა“ და „პირ(გ)ველზე“ მოკალათდნენ, უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყვეს და ლაყე კვერცხები დააყარეს საქვეყნოდ ცნობილ ტელეწამყვანს, 87 წლის პოზნერს, რომელიც თბილისში თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და სურდა, თანმხლები პირები საქართველოთი მოეხიბლა! პოზნერის საპირველაპრილო ჟესტმა გაჭრა — მეორე დღეს, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სტუმრებს ქართული ღვინით იუბილარის სადღეგრძელო აეწიათ, ძალაუნებურად მოუხდათ აქედან გაქცევა, თანაც ფრიად გაოცებულებს...
ამიერიდან პოზნერი და მისი ცნობილი სტუმრები მთელ მსოფლიოს მოუყვებიან ტიკივით გაბერილი იმ თავგადაპარსული და ბლაგვტვინიანი შავრაზმელების შესახებ, რომლებიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცნენ! დიახ, მათ დახმარება აღმოუჩინეს სწორედ სააკაშვილის ზემოხსენებულმა ტელეწამყვანებმა, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაანახეს ნარკოტიკებით გაჟღენთილი და სტუმრების შეურაცხმყოფელი ტერორისტების ნამდვილი სახე! ჭკუათხელმა კვერცხისროლიებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სტუმრებს ჰქონდათ „კალაშნიკოვსა“ და „მაკაროვზე“ გაცილებით ძლიერი იარაღი — მასობრივი ინფორმაციის საშუალებები!
მანამდე კი, ამ ვანდალიზმამდე ორი დღით ადრე, თვით ევროპა და ამერიკაც დარწმუნდა, რომ ქართული ოპოზიცია ოდენ დეგრადირებული და არაადეკვატურ პროვინციელთა ბრბოა, რომელთანაც მოლაპარაკება სრულიად ამაოა! ამ აღმოჩენით გაკვირვებული გაფრინდა სტრასბურგში ევროკავშირის წარმომადგენელი დანიელსონი, რათა მოეყოლა ევროსაბჭოს თავმჯდომარე მიშელისათვის ნანახი და გაგონილი. ხოლო მოსკანდალე ოპოზიციამ, რომელმაც მიაღწია იმას, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს სანქციები დაუწესოს, დაიწყო რეკვა კიევში მოკალათებულ მიშტლერთან — არიქა, შეფ, ყველაფერი დავკარგეთ, კლიენტი მიდის! და აქ, თითქოს შეკვეთით, ფაშისტებს ხელში ჩაუვარდათ, უფრო ზუსტად, ხელში ჩაუფრინდნენ „რუსი ოკუპანტები“ — პოზნერი და მისი სტუმრები! მერე რა, თუ მათი უმრავლესობა არარუსი გახლდათ, ხოლო თავად პოზნერი ებრაელია, რომელიც ტრადიციულად სძულთ ფაშისტებს?! მერე რა, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და რატომღაც არ იქნა დაცული საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ?! მერე რა, თუ პოზნერი არ გახლავთ მიხალკოვი და არ იზიარებს რუს პატრიოტთა „დერჟავულ“ იდეებს?! ფაშისტებისათვის სრულიად საკმარისია, რომ პოზნერიც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ბრძანდება, ხოლო გვარები „პოზნერი“ და „პუტინი“ ერთი და იმავე ასოთი იწყება!
არ ღირს იმაზე შეჩერება, რომ პოზნერი წინა წლებში სრულიად მშვიდობიანად ჩამოდიოდა საქართველოში, თანაც, მიხალკოვის დარად, არც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის გავლით! დიახ. პოზნერი და მისი ყველა თანმხლები პირი ოდენ კერძო სტუმარი, იგივე ტურისტი ბრძანდებოდა, არ იყო არანაირი სახელმწიფო დელეგაციების წევრი და ჰქონდა კოვიდ-პასპორტი! რაც შეეხება კომენდანტის საათის დარღვევას, აქაც სრული ნონსენსია: იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაქირავებული ქართული თვითმფრინავი, რომელიც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველ პირდაპირ რეისს ასრულებდა, არ დაიგვიანებდა 2 საათით, პოზნერი და მისი სტუმრები თბილისში კომენდანტის საათის დადგომამდე ჩამოფრინდებოდნენ! მაგრამ, თავის მხრივ, დაგვიანებაც ვერ ჩაითვლებოდა კანონდარღვევად, რადგანაც ამის თაობაზე იმთავითვე გაფრთხილებულნი იყვნენ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები, რომელთა ნებართვით, არათუ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხვედრილ სტუმრებს შეუძლიათ კომენდანტის საათის დარღვევა, არამედ რიგით მოქალაქეებსაც სხვადასხვა საპატიო მიზეზით! აღარაფერს ვამბობთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებზე, რომლებზედაც კომენდანტის საათი არ ვრცელდება. არადა, სტუმართა შორისაც ხომ ცნობილი ჟურნალისტები იყვნენ?!
„პოზნერ, გვიანია ბორჯომის სმა!“ — ჯერ ქართულ მიწაზე ლამის ფეხიც რომ არ ჰქონდათ დადგმული, ისე გამოუწერეს სტუმრებს 580-დოლარიანი ჯარიმები. მაგრამ პოლიციელებმა, რომლებიც „შავკოლგოტიანი ლიაკას“ გამოძახებით მოვიდნენ, ვერ გაბედეს იმ შავრაზმელთა დაჯარიმება, რომლებმაც მართლაც დაარღვიეს კომენდანტის საათი და კანონი ღამის საათებში ხმაურის დაუშვებლობის შესახებ! უფრო მეტიც, შეუმჩნეველი დარჩა უნიღბო და დისტანციის გარეშე შეჯგუფებულ შავრაზმელთა ბოროტი ხულიგნობის კვალობაზე სასტუმროში ელექტროენერგიის გათიშვა! ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენპროკურატურას ჯერჯერობით არ დაუყენებიათ საკითხი სახელმწიფო ღალატისა და ქართული ეკონომიკის საზიანო დივერსიისა თუ საბოტაჟის კუთხით! საგულისხმოა, რომ „პოზნერის ღამეს“, უკვე მეორედ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, სააკაშვილის შავრაზმელებმა ჩაშალეს ტურისტული სეზონი საქართველოში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს!
ამის შემდეგ, სასტუმროებისა და რესტორნების მხდალმა თუ ორსახოვანმა მფლობელებმა, რომლებსაც კარგად ეხერხებათ საქართველოს ხელისუფლებისათვის პრეტენზიების წაყენება საზღვრების გახსნის მოთხოვნით ან კომენდანტის საათისა და გადასახადების გაუქმების თაობაზე, დაე, კომპენსაციების მისაღებად მიმართონ არა პრემიერ ღარიბაშვილს, არამედ ლიაკა ხოშტარიას, რადგანაც საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფულის მხარჯველი სტუმარი სწორედ რუსეთიდან ჩამოდის! მითუმეტეს, რომ „გლავ(კ)ანალის“ გესლიანი განცხადებით, რომელიც „გავრილოვისა“ და „პოზნერის ღამეების“ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, პოზნერის ამალაში არაერთი მილიონერი და მილიარდერიც კი ყოფილა. კი მაგრამ, როდიდან იქცა სიმდიდრე მანკიერებად იმ საქართველოში, სადაც ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში ლამის ყოველი მეორე მილიონერია?!
ახლა კი ყველაზე საინტერესო მომენტი: 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძემ 2 საათის დაგვიანებით გახსნა ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, რათა სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზება მოესწრო! 2021 წლის 31 მარტსაც ქართულმა თვითმფრინავმა ზუსტად 2 საათით დაიგვიანა, რათა ახლა უკვე ხოშტარიას მოესწრო „ვარდების რევოლუცია-2“-ის დაგეგმვა ახალი სახელწოდებით „პოზნერის ღამე“! გამოდის, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ურცხვად მიჰყიდეს სააკაშისტებს ჯერ კიდევ შერემეტიევოს აეროპორტიდან „მოსკოვი-თბილისის“ რეისის გამოფრენამდე! და აქ უნებურად ჩნდება შეკითხვა: ვინ ამცნო მოსკოვიდან ქართულ ოპოზიციას საქართველოში პოზნერისა და მისი ცნობილი მეგობრების გამომგზავრების თაობაზე? ვინ შეაფერხა თვითმფრინავის რეისი 2 საათით, რათა ლიაკა ხოშტარიას მოესწრო სააკაშვილის შავრაზმელთა მეგაფონებით, კვერცხებით, ამერიკის დროშებითა და დაფდაფებით აღჭურვა? ნუთუ სააკაშვილის ბიძა — კაგებეს ექსპოლვოკნიკი თემურ ალასანია იდგა აღნიშნული მოვლენის მიღმა? ან იქნებ სულაც მგიმოელი ხოშტარიას კაგებეშნიკი მოსკოველი მეგობრები, რომელთა შორისაც ყოფილები არ არსებობენ?! არც ისაა გამორიცხული, რომ ნინო ბურჯანაძის კრემლელი და გოსდუმელი მეგობრებიც დავლანდოთ კულისებში, რომელთა გვარებსაც ამჯერად არ ჩამოვთვლით... იქნებ სწორედ ამიტომაც აპროტესტებდნენ ბურჯანაძე და მისი ვაჟი ყველაზე მძვინვარედ პოზნერის თბილისურ ვიზიტს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, გაეხსენებინა 2017 წლის 13 ნოემბრის ტელეეთერი, როდესაც იმავე ბურჯანაძემ პოზნერის მოსკოვურ სტუდიაში საქვეყნოდ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო?! მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც პოეტი იტყოდა - ო, საქართველო, საოცრებათა მხარევ! - ბურჯანაძე დღეს კვლავ პირველი ვიოლინოს ფუნქციას ასრულებს სააკაშვილის ოპოზიციაში, პოზნერს კი თავისი გამონათქვამი არ აპატიეს! არადა, ბურჯანაძემ და სააკაშვილმა, როგორც სრულიად საქართველომ უწყის, მიზანმიმართულად ჩამოაჭრეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შებრძანებულიყვნენ. გამოდის, რომ ასეთი დანაშაული ბურჯანაძე-სააკაშვილს ეპატიება?! მართლაც საკითხავია, ვინ ამცნო ხოშტარიასა და შავრაზმელებს პოზნერის გეგმების შესახებ? იქნებ სწორედ იმ ბატონებმა, რომლებიც ლობირებდნენ ბურჯანაძე-პოზნერის ტელეინტერვიუსა და იმავე ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრებს?! თუმცა, ფაქტია: სააკაშვილის შავრაზმელებს ჰყავთ საკუთარი „რუსი ჟურნალისტებიც“, მაგალითად ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, შემოკლებით - „ჟოპ“, აგრეთვე განაპოლსკი, საქართველოში გავნოპოლსკად რომ მოიხსენიებენ და „ნასედკა“ კუროპტევი!
ვისთვისაც აქამდე გაუგებარია: თავის დროზე არავინ აღკვეთა ფაშისტთა აღზევება გერმანიის ლუდხანიდან, ხოლო დასავლეთმა საბჭოთა კავშირთან ანგარიშსწორების მიზნით მხარიც კი დაუჭირა მათ! ყოველივე ეს ძვირად დაუჯდა კაცობრიობას! არც საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა მიშაიუგენდი, რომელსაც ადრე „თავისუფალი ზონა“ ერქვა და გეორგიევსკის ლენტებს აწყვეტდა საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს! თანაც,- დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან ამ რუსოფობების მხარდაჭერის ფონზე. ყოველივე ამის შედეგად, როდესაც საქართველოდან უკან გაბრუნებული თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰორიზონტს არ იყო გამცდარი, სააკაშვილის შავრაზმელებმა რუსეთისა და პოზნერის შეურაცხმყოფელი წარწერებით შეთითხნეს გრიბოედოვის ძეგლი თბილისში და ეს ვანდალიზმიც დაუსჯელი დარჩა!
რა იქნება შემდეგ? გრიბოედოვის ძეგლის დემონტაჟი, სტალინის ქანდაკის დარად, რომლის მთავარსარდლობითაც ვანომ და ივანემ ერთად დაამარცხეს ფაშიზმი?! ისიც საკითხავია, რატომ არ დაჯარიმდა თავის დროზე „გლავ(კ)ანალის“ უკანა წამყვანი გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ეთერში პუტინის მშობლების საფლავები შეურაცხყო! ნუთუ საფლავების თუნდაც სიტყვიერი წაბილწვა არ წარმოადგენს ისეთივე ვანდალიზმსა და ტერორს, როგორსაც უკვე 20 წელია, იტანს სრულიად საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილის ტელეარხების მხრიდან?
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ვვპ-ს მისამართით, არა ვ.ვ.პუტინის, არამედ ვ.ვ.პოზნერის და მისი მეგობრების გასაგონად, რომლებიც თბილისში ყველაზე არახელსაყრელ მომენტში ჩამოფრინდნენ (თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოხდა საპირისპირო რამ: დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სირცხვილით იწვის სტუმარმასპინძლობის უარმყოფელი გადაგვარებული არსებობის საქციელისა გამო!):
ბატონებო!
თქვენ ვერ გაძელით საქართველოში ერთი ღამეც კი და ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, ალბათ, იჯდებოდით ერთ მაგიდასთან კიკაბიძისა და კიკაბიძისებრთა გვერდით — ისინი ხომ თქვენი ძველი ნაცნობ-მეგობრები არიან! მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ სპეციალურად ვერ ხედავთ და არ სცნობთ საქართველოს იმ ჭეშმარტ პატრიოტებს, რომლებიც უკვე 20 წელია, სასიცოცხლო რისკის ფასად იბრძვიან მართლმადიდებელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, კულტურისა და ფაშიზმზე დიადი გამარჯვების გადასარჩენად, რომელიც სწორედ ჩვენი ერთობით იქნა მოპოვებული! თქვენ არ გაინტერესებთ, ვინ არის ის ქართველი პატრიოტი, რომელმაც წაშალა თქვენი შეურაცხმყოფელი წარწერები გრიბოედოვის ძეგლზე! ამის თვალსაჩინო ნიმუშია თუნდაც იმავე პოზნერის ფრაზა, წარმოთქმული თბილისის აეროპორტში — საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ მაინტერებსო... მაგრამ აი, თავის სამშობლოში მყოფი აწ უკვე ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რომელიც, სულ რაღაც, 20 წუთში ეხმიანება სოცქსელებში თბილისში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ჩანს, ამით ინტერესდება...
დიახ, ჩვენთვის დახშულია რუსეთის საინფორმაციო სივრცე, ამდენად, რუსი საზოგადოებისათვის უცნობია უშუალოდ ქართველი ხალხის აზრი და რჩევები, რომლის ნაცვლად, იმავე ქართველ ხალხს დაცილებული ბოზმონდის ხმას ისმენენ! სწორედ ამის შედეგია ის აღმაშფოთებელი და შეუწყნარებელი უმსგავსობა, რაც თბილისში იგემეთ! მეტსაც გეტყვით — თქვენ კვლავაც გააგრძელებთ ჩვენი არდანახვის პოლიტიკას, თუმცა კი, ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ხვალ-ზეგ საქართველოში ძველებური სტუმართმოყვარეობით დაგხვდნენ! მაგრამ მაშინ, როდესაც რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩვენი შემწეობით დალაგდება, პოზნერისა და სხვა პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც უწინ, კვლავ ბურჯანაშვილებს მოიწვევთ!