უცხოეთი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საზღვრებთან რუსული სამხედრო ავიაციის უჩვეულო აქტივობის შესახებ იუწყება

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საზღვრებთან რუსული სამხედრო ავიაციის უჩვეულო აქტივობის შესახებ იუწყება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ნატო-ს ინფორმაციით, 29 მარტს რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ალიანსის საჰარეო ხომალდებმა 6 საათის განმავლობაში 10 გაფრენა განახორციელეს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ რუსული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული და „ტუ-160“-ის ტიპის ზებგერითი ბომბდამშენების აქტივობა ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ჩრდილოეთის ზღვაში, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში შეინიშნებოდა.

ბრიუსელის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში არ შესულან, თუმცა ტრანსპორტერის კოდების გადაცემაზე მოსკოვმა უარი თქვა, რითაც სამოქალაქო ფრენებს პოტენციური საფრთხე შეუქმნა.

1tv.ge