პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა.

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წინა დღესაც შეხვდა. ასევე, მან შეხვედრები გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ამასთან, დანიელსონმა ონლაინ კონფერენცია გამართა ევროპარლამენტარებთან.

ვფიქრობ ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებელების საქმეა“, - აცხადებს სენატორი რიში.​