უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 750 და გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი.  სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 21 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 191 491 შემთხვევაა დადასტურებული.

სომხეთში დღემდე ვირუსს 3 497 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 172 605-ია.