უცხოეთი
საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 8 277 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 536 820-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 409 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 98 442-მდე გაიზარდა.
რუსეთში, ვირუსისგან სულ 4.1 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
interpressnews.ge