უცხოეთი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 146 შემთხვევა გამოვლინდა, 838 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი.  აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 146 შემთხვევა გამოვლინდა, 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 14 099 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 259 476 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 237 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 538 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 600-ს შეადგენს.

1tv.ge