აქტუალური
თეა წულუკიანი - გიორგი გახარიას წასვლა ჩემთვის იყო მიუღებელი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გიორგი გახარიას წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი და ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი მას, ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდში პრემიერის გადადგომა გუნდისთვის დამაზიანებელი იყო. წულუკიანი იხსენებს, რომ უკმაყოფილება ვერ დამალა და ეს გიორგი გახარიას პირადადაც უთხრა.

ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო. თან მე მაშინ ავად გახლდით და ეს ყველაფერი ტელევიზორში მოვისმინე და მას მე ეს გავუზიარე. დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს, იყო გუნდისთვის დამაზიანებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.