- თქვენმა ორშაბათის ინტერვიუმ ასობით კომენტარი და ათასობით მხარდამჭერი „მოწონება“ გამოიწვია ათობით ფეისბუქ–ჯგუფში. მაგრამ სოცქსელის ბევრი ქართველი მომხმარებელი კითხულობს, თუ რომელ ორ ოპოზიციურ პარტიას გულისხმობდით, როდესაც თქვით: „ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მცირეწლოვან ბიჭებს მასთან ორალური სექსით დაკავებას აიძულებდა! და რომ იგივე ლიდერი ეთნიკურ შუღლს თესავს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ. იმავეს აკეთებს მეორე, შედარებით ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც თავის რიგებში საშიშ პროვოკატორებს - სოროსის ნაშიერ NGOშნიკებს აერთიანებს! ამათკენვე ისწრაფვის „დუშეთის პრეზიდენტი“, სოფლელი „ეგზისტენციალისტი“ მარგველაშვილი. ისინი წყალს უმღვრევენ ხელისუფლებას პანკისის ხეობაშიც, ქართველ ჩეჩენ - ქისტებში“?
- ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ეს ორი პარტია დაასახელა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, როდესაც განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა”, მკვეთრად შეურიგებელი პოზიციით გამოირჩა პარტია „ევროპული საქართველო“ და პარტია „ლელო“.
- საოცარი დამთხვევაა! გარკვეულწილად უკავშირდება თუ არა ეს ახალ სკანდალს - კერძოდ, როგორ დაავირუსა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოს მუსლიმთა საბჭოს შეიხის, ვაგიფ აკპეროვის კომპიუტერი, რაც საშუალებას აძლევდა მოეპოვებინათ კადრები მისი პირადი ცხოვრებიდან? ამ მიზეზით, აკპეროვს გადადგომა აიძულეს, მისი მტკიცებით, სუს–ის მაღალჩინოსნებმა, ერთ წელიწადში კი მის კურატორს - შს მინისტრის მოადგილეს მოუწია გადადგომა…
- ეს ყველაფერი ერთი სცენარის ნაწილია. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანული და სომხური დიასპორები საქართველოში ტრადიციულად მხარს უჭერდნენ მოქმედ ხელისუფლებას. ეს სწორია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ფორს–მაჟორის დროს, ნაცმენებისთვის დაუშვებელი პოლიტიკობანა გადაიზრდება ერთაშორის კონფლიქტში და მათ თავს ორმაგი სიძულვილი დაატყდებათ. საზღვრის იქით კი მათი ისტორიული სამშობლოები მდებარეობს, რომლებიც გულგრილი ვერ დარჩებიან...
თავდაპირველად წყლის ამღვრევა სცადეს სამცხე-ჯავახეთის სომხებში, მაგრამ არ გამოუვიდათ - დიახ, სომეხი-„ნაცები“ და სომეხი-"მეოცნებენი"ორ წელიწადში ერთხელ ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს ორ დღეში მთავრდება. ქვემო-ქართლის აზერბაიჯანელების გაქეზება კი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა! სად არიან, მითხარით, ქართველ პატრიოტთა ჯგუფები და მღვდლები, რომლებიც მარნეულში ნარიმანოვის ძეგლის აღებას იქადნებოდნენ?! ქართველებმა იოლად აიღეს სტალინის ძეგლი გორში, მაგრამ მარნეულში ლეგენდარული ბოლშევიკის ახლად რესტავირებულ ძეგლთან მიახლოებაც კი ვერ გაბედეს! ქართველებმა ორიოდე მიტინგი გამართეს და პირობა დადეს, რომ დავით-გარეჯს აზერბაიჯანს არ დაუთმობდნენ! და რა გამოუვიდათ?! ამავე დროს ოპოზიციის მიერ წაქეზებული აზერბაიჯანელების ჯგუფები ქვემო ქართლში საარჩევნო უბნებს არბევენ! “გლავკანალს“ სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე – ჯავახეთში კორესპონდენტიც კი არ ჰყავს, სამაგიეროდ აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში სრულფასოვანი კორპუნქტი აქტიურად ფუნქციონირებს!
რაც შეეხება აკპეროვის საქმეს, ეს იყო დაუშვებლად უხეში ნამუშევარი ორი მიზეზით - იმიტომ, რომ ის რელიგიური ლიდერიცაა და ნაცმენიც. შეიხი აკპეროვი, ავად თუ კარგად, აერთიანებდა აზერბაიჯანელებს, ახლა კი ისინი ჯგუფებად დაიქსაქსნენ, ისინი გაყო ხელისუფლებამ, თუმცა მმართველობს ოპოზიცია! ამიტომ ღარიბაშვილს ინტერვიუში დაბეჯითებით ვურჩევ, არ გაიმეოროს თავისი წინამორბედების შეცდომები. შევარდნაძის შემდეგ, ნაცმენებთან მუშაობა თვითდინებაზე მიუშვეს. მე ამ მიმართულებას მცირე ხანს ვხელმძღვანელობდი მაშინდელი მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას დავალებით. სააკაშვილის მიერ მოკლულმა პრემიერმა ჟვანიამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრო, არადა, უმაღლესი სასწავლებელიც კი შექმნა კვალიფიციური ნაცკადრების აღსაზრდელად, რათა მომავალში დაეკომპლექტებინა სახელმწიფოს ხელისუფლება! მაგრამ ამ ინსტიტუტის რექტორად მარგველაშვილი დანიშნა. დღეს “კარალევა მარგოს“, თავისი ყოფილი სტუდენტების მეშვეობით, გარკვეული კავშირები აქვს ნაცმენებს შორის, განსაკუთრებით ქვემო ქართლის აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "სამოქალაქო სექტორის" აქტივისტებს შორის, რომლებიც თავისი პრეზიდენტობისას პრეზიდენტის აპარატში დაასაქმა.
დღეს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასანადგურებლად, ისინი მზად არიან გაათამაშონ ნაცუმცირესობების კარტი, რაც საქართველოსთვის ძალზე სახიფათოა! ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა ეროვნული დიასპორები დაიყვანონ პირველყოფილი თემური წყობილების დონეზე, მათ დამამცირებლად „თემებად“,"ეთნიკურ ჯგუფებად" მოიხსენიებენ, რადგან ასე ასწავლეს დასავლელმა გრანტების გამცემებმა, ასე ასწავლეს სოროსის ფონდში, სადაც ისინი გაიზარდნენ! ამ გრანტიჭამიებმა, დიდი ხანია, გაინაწილეს ერთმანეთში საქართველოში არსებული ეროვნული, სექსუალური და რელიგიური უმცირესობები, რათა ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ დასავლეთში პროექტების წარდგენისას, იქიდან ევროგრანტებს მიღებისას! სწორედ ისინი შთააგონებენ გულუბრყვილო აზერბაიჯანელებს, რომ ქართველები საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს გადამთიელებად თვლიან, რაც აბსოლუტური სიცრუეა! მაგრამ ვინ გამოვა ხელისუფლებიდან და კვალიფიციურად უპასუხებს ამას?!
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების პრობლემები უნდა მოაგვარონ კულტურისა და განათლების მინისტრებმა, რომლებმაც კვირაში ერთხელ უნდა მოინახულონ მათი კომპაქტური დასახლების რეგიონები, იცოდნენ სომხური და აზერბაიჯანული, როგორც ორი უმსხვილესი დიასპორის, ენები ან ეთნოსთაშორისი ურთიერთობის ენა - რუსული, იცნობდნენ მათ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, მეგობრობდნენ მათ რელიგიურ და არაფორმალურ ლიდერებთან. მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება, რაც შემდეგ ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას, სადაც არ არიან ე.წ. ნაცმენები, ანუ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედის წარმომადგენლები! არცერთი! ხოლო პარლამენტარები - არაქართველები მარიონეტების თეატრის მუნჯი პერსონაჟები არიან! თეატრზე გამახსენდა: სომეხთაგანმა ვინმემ იცის, რამდენი მილიონი დაახარჯა საკუთარი ჯიბიდან ბიძინა ივანიშვილმა თბილისის სომხურ თეატრს?! რა რემონტზეა საუბარი - თითქმის ახალი შენობა აშენდა, ორჯერ უფრო დიდი! როდის გეგმავს კულტურის ახალი მინისტრი შეხვედრას თბილისელ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან, რაც არცერთხელ არ მომხდარა?! და ძველი განათლების მინისტრი? თუმცა მე ძალიან ჩავუღრმავდი თემას ...
- ძალიან მნიშვნელოვან თემას და, როცა დრო გექნებათ, გთხოვთ, ამაზე ვისაუბროთ.
- სიამოვნებით, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი და ბევრისთვის ძალიან არასასიამოვნო საუბარი.
- და ბოლოს მინდა გკითხოთ - რატომ უფრო მეტად გართულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებასთან დაკავშირებული საკითხები. მოგეხსენებათ, გუშინწინ, აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კენტმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაკდონალდმა, სენატორებმა შაჰინმა, რიშმა და ჯონსონმა, ერთი მხრივ, მოუწოდეს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ, ხოლო მეორეს მხრივ, ჭკუას არიგებდნენ ხელისუფლებას, წყალი არ დაესხა რუსეთის წისქვილზე, მეტი უფლებები მიენიჭებინა ოპოზიციისთვის და ციხიდან გაეთავისუფლებინა ოპოზიციის ახალი ვარსკვლავი - ნიკანორი. ”ჩვენ გვინდა დავინახოთ პროგრესი დემოკრატიზაციის რეფორმებში!” - მოითხოვდნენ ისინი.
- დიახ, მთელი საქართველო უყურებდა ამ უცნაურ, უცხო და დაბნეულ სახეებს. ერთდროულად, საქართველოში ყოფილმა ელჩმა კელიმ, სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე კრამერთან ვიდეოკონფერენციის დროს, დიქტატორები უწოდა პრეზიდენტებს გამსახურდიას, შევარდნაძესა და სააკაშვილს, რომლებმაც მთელი ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და განაცხადა, რომ ახლა შეიძლება უარესი მოხდეს ... ერთი რამ არ მესმის - რატომ იმხედრებენ ყველას საკუთარი თავის წინააღმდეგ?! ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, მაგრამ ეს ნახევარი უბედურებაა, მთელი ხალხი გაოგნებული უყურებს ამ ბატონებს! თუმცა, თუ საქართველო მათი პროტექტორატია, სადაც დასავლელი მისიონერები დემოკრატიას ნერგავენ, მაშინ ქართველები დასავლელი ბატონებისთვის არიან აბორიგენები, ეთნიკური თემი, რომელთანაც 30 წელია ურთიერთობა ვერა და ვერ ისწავლეს!
ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან მოამზადა მაია ჯავახიშვილმა
2021 წლის 25 მარტი
საქართველო, თბილისი
გამოქვეყნებულია NEWS FRONT-ში