პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება, გვსურს, ვიხილოთ პროგრესის გაგრძელება დემოკრატიზაციის რეფორმებში

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სენატში, ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც სენატორი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, აშკარაა, რომ საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება.

„დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშკარაა ის, რომ საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება. გვსურს, ვიხილოთ პროგრესის გაგრძელება დემოკრატიზაციის რეფორმებში, ინსტიტუტების რეფორმირებაში, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ხდებოდა. თუმცა ამჟამინდელი ჩიხი საქართველოში ქმნის თავსატეხს. ჩვენ გვჭირდება, ვიხილოთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაჯდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ შიგნით და იმუშაონ ქართველი ხალხისთვის და რომ ჩვენ ვიხილოთ გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირების თაობაზე, რათა საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა დასავლეთისა და დემოკრატიზაციისკენ, გააგრძელოს გზა ნატო-სკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და რომ ჩვენ ვიხილოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება“, – აცხადებს სენატში ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი.