აქტუალური
არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნების“ ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

„რეგიონული არასტაბილურობის, „კოვიდ-19“-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.