სამართალი
თურქეთში თავდამსხმელებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები პაკისტანელი მამაკაცი კი, დაჭრეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელები მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, პაკისტანელი მამაკაცი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც თურქული მედია იუწყება, ხმაურზე მეზობლებმა სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავდამსხმელებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს.

ამოღებულია თავდასხმის იარაღი – დანა, რომელიც ბოროტმოქმედებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.