სამართალი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის​, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველოში მოვლენები ჩვენი და ევროკავშირში პარტნიორების დიდი შეშფოთების მიზეზია. ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის. თუ საქართველო გადაუხვევს ამ გზიდან, ამან შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორებს“, – განაცხადა ​გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.