უცხოეთი
პუტინი 23 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 23 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს. ამის შესახებ პუტინმა სპეციალურ თათბირზე განაცხადა. ამის შესახებ rg.ru იუწყება.

როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი „სამიდან ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრება“.

„ყველა ეს ვაქცინა საიმედო და კარგია“ - განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტის ვაქცინაცია საჯარო ღონისძიება არ იქნება.

info9.ge