უცხოეთი
იტალიაში ვაქცინას 54 წლის ქალბატონის სიცოცხლე შეეწერა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. იტალიაში ვაქცინას 54 წლის ქალბატონის სიცოცხლე შეეწერა. – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “NapoliToday“ ავრცელებს. სონია ბატტალია, გარდაიცვალა ვაქცინა “AstraZeneca“-ს მიღების შემდეგ. 54 წლის ქალბატონს ვაქცინაცია 1 მარტს ჩაუტარდა, რის შემდეგ მას ტემპერატურების მატება დაეწყო. ექიმების თქმით, ეს ვაქცინაციის შემდგომი სიმპტომები იყო. ტემპერატურის მატებასთან ერთდად ქალს მეტყველებისას პრობლემებიც დაეწყო. 13 მარტს, სონია საავადმყოფოში გადაიყვანეს და “Ospedale del Mare“-ში მოათავსეს. სიტუაცია მალევე დამძიმდა. დაეწყო გულის შეტევა, ხოლო რამოდენიმე საათში მდგომარეობა გაუარესდა და თრობოზის განვითარების შემდეგ კომურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სონია გუშინ 15:00 საათზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის სონია ბატტალიას ვაქცინაციასა და სიკვდილის კავშირის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ოჯახი მზადაა ამ ბრძოლაში ჩაერთოს.

exclusivetv.ge