სამართალი
„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია საქართველოში ისრაელის ელჩ იცხაკ გერბერგს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძაგანიამ ელჩს ებრაელი ბიზნესმენების – ზეევ ფრენკიელისა და რონი ფუქსის უკანონოდ დაპატიმრებასთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ წერილი გადასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და მისი საპარლამენტო ჯგუფი გმობს სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმის მიერ ებრაელი ბიზნესმენების უკანონოდ დაპატიმრებას, რაც ბიზნესმენების ჩამოტყუებითა და, ფაქტობრივად, მძევლად აყვანით განხორციელდა.