აქტუალური
თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროს ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის დროს კიდევ ერთ ადამიანს ჰქონდა რთული რეაქცია.

„იყო რთული რეაქცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ იყოს მსგავსი. ასეთი იყო ერთი შემთხვევა“, – განაცხადა გაბუნიამ.