უცხოეთი
უქმეებზე ცოტა დასვენება მინდა, ვისაუბროთ პარასკევს ან ორშაბათს - პუტინის შეთავაზება ბაიდენს

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას სატელეფონო საუბარს სთავაზობს. რუსული მედიის ცნობით, პუტინი აპირებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საუბრისთვის მზადება დაავალოს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, მას შაბათ-კვირას ტაიგაში დასვენება სურს, შესაბამისად, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარს პარასკევს, 19 მარტს ან ორშაბათს, 22 მარტს სთავაზობს. მან ჩამთვალა ის თემებიც, რომელთა განხილვაც ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ.

შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ სტრატეგიულ სტაბილურობაზეც, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაზე, ისინი ბევრია და ყველას არ ჩამოვთვლი.. ასევე იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, სხვათა შორის, პანდემიასთან ბრძოლას ვგულისხმობ, - ამბობს პუტინი.

პუტინის ამ განცხადებას წინ უძღვოდა ჯო ბაიდენის განცხადება: პუტინი მკვლელია!. რასაც რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - პუტინის პასუხი ბაიდენს.

კრემლი კი ბაიდენისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, პარალელურად კი, თეთრ სახლში ამბობენ,

რომ ბაიდენი პუტინისთვის მკვლელის წოდებას არ ნანობს.

mtavari.tv