აქტუალური
გიგანტური ნაპრალი მიწაში – თბილისს მეწყერი ემუქრება (ვიდეო)

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა (ვიდეო იხ. აქ).

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის სპეციალისტებთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტს შეიზღუდა.