უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 585 და გარდაცვალების 12 შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 12 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 179 287 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 277 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 166 702-ია.

interpressnews.ge