პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, - ამის შესახებ, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე - ნატოში.

„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატოში", - წერს პრემიერ-მინისტრი.