უცხოეთი
ტერაქტის მომზადების ბრალდებით საფრანგეთში მოზარდები დააკავეს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს

საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი მოზარდი, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

როგორც გამოცემა Le Parisien საფრანგეთის სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები 17 და 18 მოზარდები არიან. ერთ-ერთი Telegram-არხის მომხმარებელია, სადაც რადიკალური იდეები ისმოდა. მეორე დაკავებული ჯიჰადისტებს სოციალურ ქსელებში უკავშირდებოდა.

დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ორივე მოზარდს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მიზნით კრიმინალური საზოგადოების ორგანიზებაში.

sputnik-georgia.com