უცხოეთი
ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელგიაში ბაზირებული „იანსენის“ ფარმაცევტული კომპანიის მიერ შემქნილი ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

ევროკავშირს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

გლობალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა შტამების პრევენციისთვის ვაქცინას 66-პროცენტიანი ეფექტურობა აქვს, მძიმე ინფექციების განვითარებისგან ადამიანების დასაცავად კი 85 პროცენტით ეფექტურია.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაბალი ეფექტურობა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ კვლევები სხვა ვაქცინებზე უფრო გვიან ჩატარდა მას შემდეგ, რაც უფრო აგრესიული ვარიანტები უფრო დომინანტური გახდა.

1tv.ge