რელიგია
ილია მეორე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის - მიმართვა წმინდა სინოდისადმი

     თქვენუსამღვდელოესობა მეუფეებო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებო,

თქვენუსამღვდელოესობა მეუფე შიო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ,

     სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რამდენჯერმე დამდო უდიდესი პატივი და საპატრიარქოს რეზიდენციაში მიმიღო. მის უწმინდესობასთან ინტერვიუებსა ან კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ განცხადებებმყისიერად გადაბეჭდავდა ბევრი უცხოური მედია, ზოგჯერ ეს თემატური შეხვედრები იყო. უწმინდესმა მომცა კურთხევა, მისი სიტყვები 10 ელია ამშვენებ„საქინფორმ“-საიტს, მაგრამ ბოლო აუდიენციიდან ოთხი წელი გავიდა...

უსამღვდელოესო მეუფეებო,

უსამღვდელოესო მეუფე შიო,

     მოგეხსენებათ, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხუცესი პატრიარქიმთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, იგი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს მართლმადიდებელ ხალხებს შორის. ტყუილუბრალოდ როდი იხსენიებენ მას საზღვარგარეთ წმინდანად და თითოეულ მის სიტყვას მუხლმოდრეკილები მოწიწებით უსმენენ.

ვფიქრობ, ილია მეორე მთელ ქრისტიანულ სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს და ქართველ ხალხს ეკუთვნის. მისმა უწმინდესობამ დიდი ანია გადაკვეთა ზღვარი, როგორც ერთი ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარმა, და ამ ზღვარის მიღმა იწყება სამყაროსეული ღვთიური სიბრძნე, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის ხელმისაწვდომი.

     ჩვენი პატრიარქის ყოველდღე, მისი ყოველი სიტყვა არის ფასდაუდებელი ავლადიდება არა მხოლოდ ქართველი ერის, რომლის სულიერი მამაც იგია, არამედ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისა. მოდი, მარცვალ–მარცვალ შევაგროვოთ მისი სიბრძნე და ვაჩუქოთ ხალხებს, ათა მისმა სიყვარულმა ადამიანების გულები გალღვს! გამოიყენეთ ამისათვის თქვენთვის კარგად ცნობილი ჩვენი შესაძლებლობები.

ღრმა პატივისცემით,

„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 12 მარტი
საქართველო, თბილისი