უცხოეთი
კენიამ და მაროკომ რუსული კოვიდ-ვაქცინა მოიწონეს

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ამ დროისათვის რუსული კოვიდ-ვაქცინა მსოფლიოს 48 ქვეყანაშია დარეგისტრირებული და მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოშო გამოყენებაზე გაცემული ნებართვების რაოდენობით

კენია აფრიკის მეათე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა, იუწყება РИА Новости.

ამ დროისათვის სახელმწიფო მარეგულირებლების მიერ გამოყენებაზე გაცემული ნებართვების რაოდენობით რუსული ვაქცინა მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ კენიის რესპუბლიკაში დარეგისტრირდა. პრეპარატის რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურის (emergency use authorization, EUA) ფარგლებში მოხდა. ამგვარად, ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკვე 47 ქვეყანაშია მოწონებული, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1,2 მლრდ კაცს ჭარბობს“, — ნათქვამია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის განცხადებაში.

ფონდის დირექტორ კირილ დმიტრიევის თმით, უახლოეს კვირებში მოსალოდნელია, რომ რუსული ვაქცინა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დარეგისტრირდეს.

„სპუტნიკ V“ არის ვაქცინა კაცობრიობისთის და ერთ–ერთი თავარი პრეპარატი პანდემიასთან ბრძოლაში“, — აცხადებს დმიტრიევი.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ მაროკოს კორონავირუსის სამეცნიერო–საკონსულტაციო კომიტეტმა ასევე ერთხმად მოიწონა ვაქცინა „სპუტნიკ V“ ქვეყანაში გამოსაყენებლად. შესაბამისად, ამ დროისათვის რუსული ვაქცინა მსოფლიოს 48 ქვეყანაშია დარეგისტრირებული.

„ვაქცინა „სპუტნიკ V“ დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ერთ–ერთი ყველაზე მეტად ეფექტური და საიმედო ვაქცინა COVID-19–ის წინააღმდეგ. ის უკვე 48 ქვეყანაშია მოწონებული. მივესალმებით მაროკოელი პარტნორების გადაწყვეტილებას ვაქცინის რეგისტრაციის თაობაზე“, — წერს დმიტრიევი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ პოპულარიზაციით რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდია დაკავებული. როგორც ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აცხადებდა მანამდე, რუსული ვაქცინისადმი ნდობა იზრდება, ვინაიდან მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ალერგიას. ვაქცინა შექმნილია კარგად შესწავლილ და შემოწმებულ ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის უსაფღთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.

sputnik-georgia.com