უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დღეს დილით დაწერა.

მათივე ინფორმაციით, ფაშინიანმა მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განთავსებული განცხადებაც გამოაქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ წინადადებას და არც დადგენილ ვადაში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი ოთხშაბათის მდგომარეობით, თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება.

interpressnews.ge